Sunday, June 19, 2011

მოგწონთ მუსიკის მოსმენა? ეს თქვენი ტვინის ქიმიაა…

მნიშვნელობა არ აქვს, როგორი მუსიკა მოგწონთ – ტრანსი, როკი, რეპი, კლასიკა, ინდასტრიალი ან ხალხური სიმღერები. ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენით მიღებულ სიამოვნებას იგივე ქიმიური ფესვები აქვს, რაც ჭამის ან სექსის პროცესს.კვლევა მონრეალის მაკჰილის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერაა ჩატარებული. მსურველებს მასთან გაცნობა ორიგინალში შეუძლიათ, თუმცა ძირითადი დასკვნა მარტივად ყალიბდება. როდესაც ტესტის მონაწილეები ცნობილ მუსიკას უსმენდნენ, მათი ტვინი ზოლებიან სხეულში დოპამინს გამოყოფდა – თავის ტვინის უბანი, რომელსაც მოლოდინს და პროგნოზირებას უკავშირებენ.
ტომოგრაფიის შედეგებმა საინტერესო რამ გამოავლინა – დოპამინი, რომელსაც ხანდახან “სიამოვნების ქიმიკატსაც” უწოდებენ, სიმღერაში კულმინაციურ მომენტამდე დაახლოებით 15 წამში გამოიყოფა. უბრალოდ რომ ვთქვათ, ადამიანი კულმინაციაზე მეტად სიამოვნებას მისი დადგომის მოლოდინით უფრო ღებულობს. ამაში გარკვეული აზრი არის, თუ კი საკუთარ შეგრძნებებს ჩავუღრმავდებით საყვარელი ტრეკების მოსმენისას, როგორ ფიქრობთ?

მუსიკალური ინსტრუმენტები

მუსიკალური ინსტრუმენტი — მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან/და გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტს მივაკუთვნიოთ, რაც მუსიკალურ ხმას გამოსცემს. ესაა ის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ობიექტი მუსიკალურ ინსტრუმენტად იქცევა. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია იწყება კაცობრიობის კულტურულ ცხოვრების დაწყებასთან ერთად. მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლების აკადემიურ დისციპლინას ორგანოლოგია ჰქვია.

სადავო სტატუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობა თარიღდება ქრისტეს შობამდე 65 000 წლით. არტიფაქტების მიხედვით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, პირველი ადრეული ფლეიტა თარიღდება ქრისტეს შობადე 35 000 წლით. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობის სპეციფიკური დროის განსაზღვრა შეუძლებელია, თავად ამ ტერმინის სუბიექტური განსაზღვრების გამო.

მუსიკალური ინსტრუმენტები ვითარდებოდა დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში. თუმცა, ცივილიზაციების კონტაქტმა გამოიწვია მუსიკალური ინსტრუმენტების სწრაფი გავრცელება და ადაპტირება ისეთ რეგიონებშიც, რომელიც შორსაა კონკრეტული საკრავის წარმოშობის ადგილიდან. შუა საუკუნეებში ინსტრუმენტებს მესოპოტამიიიდან აღმოვაჩენდით მალაის არქიპელაგზე, ხოლო ევროპელები უკრავდნენ ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ინსტრუმენტებზე. განვითარება ამერიკაში შედარებით ნელი ტემპებით ხასიათდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ დივერსიფიკაციას ადგილი არ აქვს: ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ხასიათდება ერთი და იმავე მუსიკალური ინსტრუმენტებით.

სიმებიანი საკრავები (ქორდოფონები) — მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერის წყაროა დაჭიმული სიმები. ბგერის სიმაღლეს ცვლის სიმის დამოკლება (მაგალითად ვიოლინოზე) ან მუდმივად გარკვეულ სიმაღლეზე აწყობილი (საკრავის დიაპაზონის ფარგლებში) სიმები (მაგალითად ფორტეპიანო). სიმებიანი საკრავების უმრავლესობა მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისაგან, ხოლო ბგერის ძირითადი გამომცემი, დეკა, ე. წ. სარეზონანსო ნაძვის ან ფიჭვისაგან. ლითონი, ჩვეულებრივ (სიმების გარდა), გამოიყენება მხოლოდ მექანიზმის დასამაგრებელი დეტალებისათვის. სიმებიანი საკრავები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ხემიანი, ჩამოსაკრავი, დასარტყმელი, დასარტყმელ-კლავიშებიანი, და შამოსაკრავ-კლავიშებიანი საკრავები.

  გიტარა
გიტარა — სიმებიანი საკრავია, რომელიც ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი.
აკუსტიკური გიტარა (და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები) ამოჭრილი კორპუსით უკვე ათას წელზე მეტია გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებიანი), ლითონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა და არქტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარების ტონალობა წარმოქმნილია სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი. კლასიკური გიტარა ხშირად იკვრება როგორც სოლო ინსტრუმენტი თითების ამოკვრის ტექნიკით. ელექტრო გიტარა იქნა წარმოდგენილი 1930-იან წლებში. ელექტრო გიტარებმა მალევე მოახდინა გავლენა თანამედროვე კულტურაზე. გიტარა არის მიჩნეული მთავარ ინსტრუმენტად ისეთ მუსიკის ჟანრებში, როგორიცაა ბლუზი, ბლუგრასი, ქანთრი, ფლამენკო, ჯაზი, ხოტა, მარიაჩი, რეგი, როკი, სოული და ბევრი სხვა პოპის ფორმებში


გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ შემდგომში მისი მეორე სამშობლო გახდა ესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა. ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა. ქართულ ხალხურ ქალაქურ ბევრ სიმღერას გიტარა უწევს თანხლებას.

გიტარის სამშობლო აღმოსავლეთია. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ასე რომ ”გიტარა” ნიშნავდა სამსიმიანს.

ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ ”სიტარა” სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარა", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს.

ბაროკოს ეპოქაში ბაროკოს გიტარა (ლუტა, მანდოლინა, ბარბათი და ა.შ.) ხშირად იყენებოდა კამერულ ორკესტრებში. ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ: ანტონიო ვივალდი, იოჰან სებასტიან ბახი და სხვები.

რომანტიზმის პერიოდში გიტარას ხშირად იყენებდა ნიკოლო პაგანინი.

გიტარა ძალიან გავრცელებულია თანამედროვე მუსიკაში.


დასარტყმელი საკრავები
მუსიკალური საკრავები, რომლებსაც ხელის, ჯოხის ან ბურთისებრი, თავზე ქეჩაგადაკრული ორი მსხვილი ხის მონაცვლეობით ან ერთდროულად დარტყმით აჟღერებენ. ამზადებენ ქვის, თიხის, ხის, ტყავის, ბრინჯაოს, სპილენძისა და ვერცხლისაგან.

დასარტყმელი საკრავები ორგვარია: გარკვეული სიმაღლის ბგერის მქონე - ტიმპანები, ზარები, ქსილოფონი, ფლექსატონი, ტუბაფონი, ვიბრაფონი — და საკრავები, რომელთაც გარკვეული სიმაღლის ბგერა არ გააჩნიათ — დაფი, დაფდაფი, თეფშები, ტამტამი, გონგი, სამკუთხედი, კასტანიეტები, მარიმბა, დიპლიპიტო, დაირა და დოლი. დასარტყმელი საკრავების უმეტესობა საანსამბლოა, იყენებენ სიმფონიურ ორკესტრებშიც. პარტიტურაში იწერება სპილენძის საკრევებსა და არფას შორის. საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ბობღანი (დაფდაფი), დაირა (დაფი), დიპლიპიტო, დოლი, დუმბული, ლინი, სპილენძჭური, ტაბლაკი, ქოსიმ წინწილა და სხვა. ამჟამად გავრცელებულია დაირა, დოლი, დიპლიპიტო. ამ საკრავებს უმეტესად ცეკვების სააკომპანემენტოდ იყენებენ. დასარტყმელი საკრავებს რიტმულ საკრავებსაც უწოდებენ; მათი მთავარი დანიშნულება მუსიკალური ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენაა.


დასარტყამი(ხშირად დოლს უძახიან) არის მუსიკალური ინსტრუმენტი რომელზეც ხელის ან ჯოხის დარტყმით უკრავენ.
დასარტყამი გამოიყენება იმისთვის რომ შექმნას სიმტკიცე და რითმი სიმღერაში. როგორც წესი თუ კომპოზიტორს უნდა რომ სიმღერა ნელი იყოს დასარტყამს ნელა უკრავს და თუ ჩქარი სწრაფად. დასარტყამების სახეებია დიდი დასარტყამი(თურქული)-მასზე ორივე მხრიდან შეიძლება დაკვრა მისი ხმა ძლიერი და დახშულია. პატარა დასარტყამი-მისი გამოყენება ოპერაში მეჩვიდმეტე საუკუნეში დაიწყეს და ხშირად იყენებენ საბრძოლო სცენებში. პიონერული გავს წინას,მაგრამ უფრო პატარა ზომისაა. ბას დასარტყამი დიდ დასარტყამთან შედარებით ოდნავ პატარაა (50-56 ს.მ ) ტამ-ტამები-აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტი. არსებობს დასარტყამი ინსტრუმენტების მწარმოებელი მრავალი ფირმა, მაგრამ ხანდახან დასარტყამი შეიძლება უბრალო ხის ნაჭერიც კი იქცეს.

  დაირა
დაირა, დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მმ, დიამეტრი 350-490 მმ, სისქე - 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა უძველესი საკრავია.

  დოლი
დოლი — ქართული დასარტყამი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი — მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტეს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანოს დროს — დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.

 კლავიშებიანი საკრავები  ფორტეპიანო
საკრავები, რომლებიც ბგერას გამოსცემენ კლავიშებზე თითების მოძრაობით, კლავიშებიანი საკრავებია: ფორტეპიანო, როიალი; სასულეები - ორგანი, აკორდეონი; დასარტყამი - ჩელესტა, პატარა ზარები. კლავიშები მზადდება ხისაგან ან მეტალისაგან. განსაზღვრული თანმიმდევრობით დალაგებული კლავიშების ერთობლიობას კლავიატურა ეწოდება. იგი თანაბარ ნაწილებად - ოქტავებად იყოფა. ზოგადად, მუსიკაში "ოქტავა" არის ბგერათა რიგის მონაკვეთი ბგერა დო-დან ბგერა სი-ს ჩათვლით.

ფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად).
თანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი. ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.

მუსიკის ჟანრები

პოპ მუსიკა




პოპ მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.






სტილის მიხედვით: ბაროკო პოპი - ბაბელგამ პოპი - ქანთრი პოპი - მომავლის პოპი - პოპ როკი - პოპ პანკი - პოპ რეპი - პაუერ პოპი - სინთპოპი/ელექტროპოპი
ინდი პოპი - თინეიჯერული პოპი - ტრადიციული პოპი - პოპ მეტალი - სანშაინ პოპი
რეგიონის მიხედვით: ამერიკული პოპი - ჩინური პოპი (კანტოპოპი, მანდოპოპი) - ტაივანური პოპი - ჰონგ კონგური ინგლისური პოპი
ევროპოპი (ავსტროპოპი, ნიდერპოპი) - ინდური პოპი (ბჰანგრა, ფილმი)
იაპონური პოპი - კორეული პოპი - იუგოსლავიური პოპი
ჟანრობრივი წარმომავლობა: მთელი რიგი გავლენები. განსაკუთრებით, როკ ენ როლი, რიტმ ენ ბლუზი, რეგი, ჯაზი, ჰიპ ჰოპი და საცეკვაო მუსიკა.


კულტურული წარმომავლობა: 1950-იანი წლების აშშ და ბრიტანეთი
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: ელექტრო გიტარა, ბას გიტარა, დასარტყამები, დრამ მანქანა, კლავიშები, სინთეზატორი, ტარნტეიბლი
მეინსტრიმული პოპულარობა: მსოფლიო. 1950-იანი წლებიდან.
ქვეჟანრები:ბაბელგამ პოპი - დერთი პოპი - ტრადიციული პოპ მუსიკა






ბლუზი


ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.


ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს... ეს ბუნებრივია, რადგან "პირველი ბლუზმენები" ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.


ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი ... და დასარტყამები.


მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ " Blue ნოტებს". რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო . შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით . ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი იყო და ნახევრად მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა საშინელი რეალობის მიმართ, ოღონდ ისინი რამე ამბავს ან ისტორიას კი არ ჰყვებოდნენ, უფრო თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ.. Blues-ის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, "ბრმა ვილი ჯონსონი", ჰენრი ტომასი და სხვები..


ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს "ეშმაკის მუსიკას" უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.









ელექტრონული მუსიკა





ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.


როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.


 ოპერა
ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.
ოპერეტა

სიტყვა ოპერეტა (ფრანგ.: opérette, გერმ.: operette, იტალ.: operetta) - იტალიურია. სიტყვა-სიტყვით თუ ვთარგმნით, ნიშნავს პატარა ოპერას,ხოლო შინაარსით - გასართობი ხასიათის მსუბუქი ოპერა, სადაც სიმღერასთან ერთად სალაპარაკო ელემენტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სწორედ ამ ნიშნით განსხვავდება ოპერეტა ჩვეულებრივი ოპერის ჟანრისგან.

ოპერეტის შინაარსი, ანუ ლიბრეტო ძირითადად აღებულია ანეკდოტური და სამხიარულო სიუჯეტებიდან. იუმორის, სატირის მეშვეობით აქ სააშკარაოზეა გამოტანილი ადამიანთა უარყოფითი თვისებები, სასაცილო თავგადასავალი და სხვა. შინაარსის შესაბამისად, მუსიკაც მსუბუქია, მხიარული, ნათელი ფერებითაა აღსავსე. ამგვარი მუსიკა მსმენელის მიერ ადვილად აღიქმება.

ოპერის ჟანრი წარმოიშვა XIX საუკუნეში. თავის დროზე იგი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არასერიოზული მუსიკის ჟანრს მიაკუთვნა. მიუხედავათ ამისა, ოპერეტამ მტკიცედ მოიკიდა ფეხი სცენაზე. ოპერეტის ყველაზე თვალსაჩინო კომპოზიტორია ჟაკ ოფენბახი. მან 100-ზე მეტი ოპერეტა დაწერა.

წართული ოპერეტის ნიმუშები მრავლად მოგვეპოვება. სპექტაკლები ამჟამად იდგმება ვ.აბაშიძის სახ. მუსიკალური კომპედიის თეატრის სცენაზე. ქართული ოპეერეტის ავროტები არიან: რევაზ ლაღიძე, გიორგი ცაბაძე, სულხან ცინცაძე, ვაჟა აზარაშვილი, შოთა მილორავა და სხვანი. ოპერეტის ჟანრმა კინოხელოვნებაშიც გადაინაცვლა, ასე წარმოიშვა "მიუზიკლი". ქართული კინომიუზიკლის არაჩვეულებრივი ნიმუშებია "ვერის უბნის მელოდიები", "აურზაური სალხინეთში"


რეგი

1960-იან წლებში ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობების სოულის, ქანთრის,R&B-ის და ჯაზის ზეგავლენით, რომელსაც იამაიკაში რადიოს საშუალები იჭერდნენ, მენტოს , სკას და როკსტედისგან წარმოიშვა რეგი, რომლიც როგორც ერთერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ მიმდევრობად განვითარდა. სახელ რეგის წარმოშობა უცნობია. პირველად სიტყვა რეგი იქნა „Do the Reggay“ -ში (1968) Toots an the Maytals მიერ მოხენიებული, მაგრამ პირველ რეგი სიმღერად კი ითვლება Lee Scretch Perry-ის „People Funny Boy“ (1968). 1968 წელს Desmond Dekke მიერ შესრულებული „The Israelites“ სიმღერა იქცა რეგის პირველ ჰიტად, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ და გერმანულ ჩარტში.

რეგის რასტაფართან, რელიგიური მიმდევრობა, რომელც მაშინ უკვე არსებობდა, მაგრამ საკმაოდ უცნობი იყო, დაკავშირება მოხდა იამაიკელი მუსიკოს და ეროვნული გმირის ბობ მარლის მიერ.

1970-იან წლებიან რეგს ხშირად „რუტს რეგის“ უწოდებენ, რომელიც სავარაუდოდ, სკის და როკსტედის, ან პირველადი პოპ-რეგისაგან, რომელიც ძირითადად დიდი ბრიტანეთში გავრცელებული იყო, წარმოიშვა.

დღესდღეობით არსებობს რეგის ბევრი მიმდინარეობები, მათ შორის გამოსაყოფია დაბი.

თანამედრო რეგი მიმდევრობა, როგორიცა რაგა, ხშირად მოიხსენიება როგორც დანსჰოლი, რაც ხშირ შემთხვევასი გაუგებრობას იწვწვს, რადგან დანსჰოლი არ ჭარმოადგენ გარკვეულ მუსიკალურ მიმდევრობას, არამედ რამდენიმეს ერთდროულად, რომელიც დღეისათვის იამაიკურ საცეკვაო დარბაზებში უკრავენ.
ტიპირუ ანუ კლასიკური რეგი ბენდის მუსიკალურ აღჭურვილობას წარმოადგენს კეიბორდი, ელექტრო გიტარა, ელექტრო ბასგიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი, ასე გხვდება სხვადასხვა ჩასაბერი ინსტრუმენტები.

თანამდერო რეგიში (როგორებიცა რაგა, დანსჰოლი, რეგატონი) გამოიყენებენ ასევე ელექტრო-კომპიუტერულ მუსიკას და Samplern.


  სიმფონია
სიმფონია (ბერძნ. συμφωνία — თანაჟღერა, συν — ერთად და φωνἠ — ბგერა) — სონატურ-ციკლური ფორმის ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრისათვის. სიმფონია მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. სიმფონია იქმნება სიმებიანი, სასულე, ხალხური და სხვა. ორკესტრებისათვის სიმფონია ჩვეულებრივ 4 ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი — სონატური ალეგროს ფორმით; მეორე — ნელი, ლირიკული; მესამე — მენუეტი ან სკერცო, მეოთხე — ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო-საცეკვაო თემებით.



ქანთრი

ქანთრი (ინგ. Country), მეორე სახელწოდება ქანთრი ენდ უესტერნ (ინგ. Country and Western) (შემოკლებით С & W) — ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა აშშ–ს სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთის შტატების მოსახლეობაში.
წარმომავლობა: ფოლკი, გოსპელი, ანგლო–კელტური მუსიკა
კულტურული წარმომავლობა: მეოცე საუკუნის დასაწყისი აშშ (ტენესი, ვირჯინია, კენტუკი)
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: აკუსტიკური გიტარა, ვიოლინო, დობრო, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, დრამი, ბანჯო, მანდოლინა
მეინსტრიმული პოპულარობა: 1920-იანებიდან დღემდე
წარმოშობილი ფორმები: სამხრეთული როკი, ქანთრი როკი, როკ მუსიკა
ქვეჟანრები
ალტერნატიური ქანთრი – ქანთრი ბლუზი – ქანთრი როკი – ქანთრი სოული




ჯაზი


ჯაზი (ინგლ Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ


ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.
 ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“

მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი კლარენს ვილიამსი და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.

მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი , ჯელი როლ მარტონი და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.

ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი . მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.

ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.



ჰიმნი


სახელმწიფო ანუ ეროვნული ჰიმნი — საზეიმო სიმღერა, პატრიოტული მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მიღებულია სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოდ. ქვეყნის მთავრობის მიერ იგი კანონით გამოცხადებულია სახელმწიფოს ოფიციალურ სიმღერად. ჰიმნს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც ტრადიციულად გამოხატულია სამშობლოს ქება, მისი წარსულის და მომავლის შეფასება, მოცემული ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის იდეა.

XIX და XX საუკუნეებში, ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობის შედეგად, ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეროვნული ჰიმნი, რომელიც სხვა საერთო პატრიოტული სიმღერების მსგავსად პოპულარული გახდა.



ტანგო
ტანგო (ეპს. tango), თანამედროვე სამეჯლისო ცეკვა. ცნობილია ბოშური ტანგო, ანდალუსიური ტანგო, კრეოლური ტანგო, არგენტინული ტანგო და სხვ., გავრცელებული 1910–იან წლებში. მსოფლიოში გავრცელებულია როგორც სალონური და ესტრადული ცეკვა. მუსიკალური ზომა 2/4, ტემპი – ზომიერი.

სოული
სოული (ინგ. Soul - სული) კომბინაციაა რითმ-ენდ-ბლიუზისა და გოსპელის , რომელიც გვიანდელ 1950-იანებში ჩაისახა აშშ -ში. თავად რითმ ენდ ბლუზი (ტერმინი პირველად გამოიყენა მწერალმა და პროდიუსერმა ჯერი ვექსლერმა) კომბინაციაა ბლუზისა და ჯაზის და წამოვიდა 1940-იან წლებში მცირე ჯგუფებისგან, რომლებიც საქსოფონზე უკრავდნენ ბლიუზის ტრადიციების გავლენით. სოულისთვის დამახასიათებელია გოსპელის ინსტრუმენტების გამოყენება, აქცენტი ვოკალურ შესრულებაზე და რელიგიური და სეკულარული თემების შერწყმა. 

  

როცა მუსიკა ღმერთს ეწინააღმდეგება


მუსიკის სულიერი ძალის შესახებ კარგად უწყოდნენ ჩვენმა წინაპრებმა. მაგალითად, ძველ სპარტელებს ჰყავდათ მუსიკოსები, რომელთა შემოქმედება მეომართა სულისკვეთებას აძლიერებდა და ისინი უფრო მამაცურად იბრძოდნენ. იგივე ხდებოდა ეგივპტეშიც. ძველი აღთქმა გვაუწყებს, რომ როდესაც საული მელანქოლიას გრძნობდა, დავითს უხმობდა, რომლის გალობაც სულს უმშვიდებდა. საულს სჯეროდა, რომ ეს მუსიკა დემონებს აიძულებდა, იქაურობას გასცლოდნენ. პლატონს სწამდა, რომ მუსიკალური ტონის ყოველგვარი ცვალებადობა გავლენას ახდენდა მოქალაქეთა გამომეტყველებაზე. არისტოტელეს კი მიაჩნდა, რომ ახალგაზრდების მუსიკა სახელმწიფოს კანონმდებლობით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ლენინი თვლიდა, რომ საზოგადოების სწრაფად განადგურების ერთ-ერთი საშუალება ამავე საზოგადოების მუსიკა იყო. თავად „მუსიკა“ წარმოსდგება სიტყვიდან „მუზა“, რომელიც ხელოვნების სულს ნიშნავს. ეს იმიტომ, რომ მას ადვილად შეუძლია ადამიანის სულზე ზემოქმედება.
სატანა დაცემამდე თავადაც ანგელოზებთან ერთად დიდებით უგალობდა უფალს, ამიტომ სრულყოფილად იცნობს იმ სულიერ ძალას და თვისებას, რასაც მუსიკა ფლობს. სწორედ ამიტომ, ამ საუკეთესო იარაღს აქტიურად იყენებს ადამიანთა სულების წარსაწყმედად. დღეისათვის ეს იარაღი არის როკ-მუსიკა.
საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, როკ-მუსიკას უამრავი თაყვანისმცემელი გააჩნია. მუსიკის ეს ჟანრი, რომელიც 50-იან წლებში აღმოცენდა. დიდ სოციალურ-კულტურულ მოვლენად იქცა. იგი ყოველი ახალი თაობის განწყობის მიხევით იცვლება, დასახელებებს იცვლის, თითქოს ერთმანეთს კიდეც ეწინააღმდეგება, მაგრამ არსით იგივე რჩება. გადავხედოთ როკის ისტორიას:
ეს მუსიკა აფრიკის ჯუნგლებიდან მოვიდა. 1619 წელს მონებით მოვაჭრეებმა ამერიკაში მონებთან ერთად ჩაიტანეს მუსიკაც, რომლის მაგიური ძალა დოლების ჰიპნოზურ რიტმში მდგომარეობს. ეს მუსიკა სატანურ რიტუალებზე სრულდებოდა. თავად როკ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ჯონ ლენონი აცხადებს: „საუკეთესო როკ-ენ-როლი პირველყოფილია. მისი მელოდია ჯუნგლებიდან მოვიდა“. როკ-შემსრულებელთა გარეგნობაც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი პირველყოფილი სულების გავლენას განიცდიან. იგივე მელოდია, იგივე გარეგნობა, იგივე მანიაკალური მოძრაობები...
როკ-მუსიკის სერიოზული ჩანასახი ჯერ კიდევ 1951-52 წლებში გაჩნდა, როდესაც ახალგაზრდა ამერიკელმა მომღერალმა ლითლ რიჩარდმა ზანგურ რიტმ-ენდ-ბლუზში ცვლილებების შეტანა დაიწყო. ხოლო ახალი მუსიკალური სტილის აღსანიშნავი ტერმინი „როკ-ენ-როლი“ 1955 წლისთვის ქალაქ კლივლენდის დისკოთეკის დისკ-ჟოკეიმ მოიგონა. ზოგიერთის მოსაზრებით, ეს გამოთქმა იხმარებოდა სქესობრივი აქტის დროს არსებული მდგომარეობის გამოსახატავად. იგი ამერიკული შავი გეტოების ჟარგონიდან არის ნასესხები.
1954-55 წლებში ასპარეზზე გამოდის ახალგაზრდა მომღერალი და გიტარისტი ელვის პრესლი. იგი ამერიკელი ბაპტისტი იყო, რომელმაც მუსკიალური განათლება სამრევლო გუნდში გაიარა. მისი საყოველთაო აღიარების მიზეზი ის იყო, რომ უკუეგდოთ თავიანთი წრის რელიგიური და სექსუალური ტაბუ. იგი მსმენელზე ზემოქმედებას უხამსი პროვოკაციული ჟესტებით ახდენდა. 1956 წელს ედი სილვანის შოუში გამოსვლისას ოფიციალური აღიარება რევოლუციური მოწოდებით მოიპოვა: „ბოლო ბოვუღოთ ინსტიქტების დათრგუნვას, სოციალური პირობითობებს, რომლებიც ხელს უშლიან ახალგაზრდებს, თავისუფლად და მძაფრად გამოხატონ თავიანთი სექსუალობა!“ ელვისი მაშინვე „როკ-ენ-როლის მეფედ“ აღიარეს და იგი თაყვანისცემის საგნად იქცა როგორც სიცოცხლეში, ისე სიკვდილის შემდეგ. დაიწყო სექსუალური რევოლუცია: შეიცვალა ჩვევები, ტანსაცმელი, მოდაში შემოვიდა გრძელი თმა... 50-60-იან წლებში ელვის პრესლის კონცერტებზე ადგილი ჰქონდა აღშფოთებას, გამძვინვარებას, მასობრივ ისტერიას, სექსუალურ ექსცესებს, განსაკუთრებით ქალიშვილებში. პრესლი ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის ფილოსოფიას აღიარებდა და ამასვე ქადაგებდა თავისი სიმღერებით. მისი კონცერტების დროს ოპერატორი ცდილობდა, მომღერალი კადრში მხოლოდ წელსზემოთ გამოჩენილიყო, რადგან სხეულით ურცხვ მოძრაობებს აკეთებდა. მაგრამ გავიდა დრო და რაც უწინ სამარცხვინოდ ითვლებოდა, დღეისათვის მომღერლების აუცილებელ ატრიბუტად იქცა, ასე მუხანათურად, ეტაპობრივად მოქმედებს სატანა.

როკი

 მძიმე როკი...
როკი მალე უხეშ, „მძიმე როკად“ გარდაიქმნა. ამ მიმდინარეობის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ ჯერი ლი ლუისი, სტივ ნიკსი, ელის კუპერი. რიტმი (ბიტი) გართულდა, უფრო ძლიერი და მძაფრი გახდა. ღრმად გამოიკვლიეს აფრიკელ ტომთა მუსიკალური მემკვიდრეობა, შეისწავლეს ლათინურ-ამერიკული ტრადიციების რიტუალები, „ვოდუ“-ს მუსიკა, რომელიც დაკავშირებული იყო ფალოსის კულტთან, შელოცვებთან და ჯადოსნობასთან. „ბიტი“ - ესაა რეგულარული პულსაციის განუწყვეტელი გამეორება მოკლე რიტმებთან შეთანხმებით. „ბიტი“ მკვეთრად მოქმედებს პიროვნების ფიზიკურ და ემოციურ გრძნობებზე, იწვევს მსმენელთა ნერვული სისტემის აღგზენბასა და გონების დამბლასაც კი. ბგერათა სიხშირე 120 დეციბელამდე ადის, რაც ადამიანის მიერ აღსაქმელ ზღვარს აღემატება.
ეს იყო პირდაპირი შტურმი პიროვნების წინააღმდეგ, ეროტიკული მისწრაფებების აღმგზნებ „ბიტს“ თან ერთვოდა ადამიანის მომნუსხველი, გამაღიზიანებელი ხმაური, რომელიც ნერვიული სისტემის გადაძაბვას, უკონტროლო გრძნობას იწვევდა, ანუ ეს იყო მოკლე გზა „ჯოჯოხეთისაკენ“.
შემდეგი ჟანრი იყო შმაგი როკი, ნარკოტიკის ჟარგონული სახელი, როგორც ები ჰორმანმა განაცხადა, „როკი გვევლინება რევოლიუციის სათავედ. ცხოვრების ჩვეულებრივი სტილია ნარკოტიკები, უცნაური ტანსაცმელი, ყველაფრის დამაკმაყოფილებელია როკ-მუსიკა. სწორედ ესაა რევოლუცია“.

 როკი და ტრანსსექსუალიზმი...

როკის ერთ-ერთი განუყრელი ნიშანია ტრანსსექსუალიზმი. ეს არის მუსიკა, რომელიც ახალგაზრდებსა და მოზარდ თაობას სიყვარულის ჭეშმარიტი არსის მიმართ გარყვნილ დამოკიდებულებას უყალიბებს. „როლინგ სტოუნზის“ ერთ-ერთი წევრი ინტერვიუში ამობობს: „როკი არის სექსი და ახალგაზრდებზე მისით უნდა მივიტანოთ იერიში“. ხოლო ჯორჯ მაიკლის სიმღერაში „მინდა შენი სექსი“, ტექსტი ასე ჟღერს: „მე არ მჭირდება ბიბლია, მხოლოდ ჩამხედე თვალებში“.
საინტერესოა აგრეთვე ე.წ. „ანდროგენური (ორსქესიანი) როკის“ ისტორია. 1951 წელს ჯონ რეიმ პირველად გაუკეთა დემონსტრირება თავის „ქალურ“ თვისებებს. 1953 წელს ლითლ რიჩარდმა პირველად გაიკეთა ვარცხნილობა ქალთა სალონში, რის გამოც „ანდროგენ-როკის ნათლიმამის“ წოდება მიიღო. 1958 წლიდან გამოჩნდნენ მომღერლები, რომლებიც ფალცეტით (მამაკაცის ქალისებური ხმა) ასრულებდნენ სიმღერებს, რამაც, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, დიდი მოწონება დაიმსახურა მდედრობითი სქესის თაყვანისმცემლებში. 1966 წელს „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე ჯგუფის ყველა წევრი ქალის კაბებით არიან გამოსახულნი. მოგვიანებით როკ-კონცერტებზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ქალის ტანისამოსში გამოწყობილი მამაკაცები, რომელთა უმეტესობა ბისექსუალია და ზოგი მათგანი უკვე შიდსითაც კი გარდაიცვალა...
არა მხოლოდ როკ-მუსიკა, მისი სხვადასხვა დამატებითი კომპონენტებიც კი უარყოფითად მოქმედებენ ადამიანის სულზე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნების დისკოთეკები სხვადასხვა მკერხელური წინადადებიებით იწვევენ ახალგაზრდებს. ერთ-ერთი დისკოთეკის კარზე დახატული ეშმაკი პირდაპირ მიმართავს ადამიანს: „შენ ვერ წახვალ სამოთხეში, ასე რომ მობრძანდი ჯოჯოხეთში“. თვალშისაცემია, რომ ამგვარი დისკოთეკები ძირითადად კვირაობით ეპატიჟებიან ახალგაზრდებს, რათა ამითაც შეურაცხყონ უფალი. ამაზე ნათლად მეტყველებს სხვა რეკლამებიც: „ღვთისგმობა - განკითხვის დღე“, „ჯოჯოხეთის სახლში ცოდვით აღსავსე ხმები გაისმის. დიჯეი დემონი“. ეს ყოველივე შემთვევითი არაა.

სატანური როკი
მესამე ფაზა უკვე სატანური როკი იყო - ოკულტიზმის გავლით სატანის კულტამდე. ამას სათავე დაუდეს „ბითლზებმა“, როცა 1968 წელს გამოუშვეს „თეთრი ალბომი“ ორი სიმღერით: „№1 რევოლუციონერი“ და „№9 რევოლუციონერი“. ამიერიდან როკ-მუსიკა სატანისკენ მიმავალ აშკარა გზას დაადგა.
1976 წლის ჟურნალ „პოპ“-ის ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „დაუჯერებელი ამბები ბითლზებზე“, რომელშიც ტონი შერიდანი სილვერბითლზის შესახებ მოგვითხრობს: „მე ვიცოდი, რომ ჯონი რეგულარულად ესწრებოდა სპირიტულ სხოდმებს. ერთ-ერთი ასეთი სხდომიდ შემდეგ მან მითხრა: „ახლა ვიცი, რომ მე ბითლზთან ერთად ისეთ წარმატებას მივაღწევ, როგორიც აქამდე არცერთ ჯგუფს არ ღირსებია. ამაში ახლა დარწმუნებლი ვარ, რადგან ამ წარმატებისათვის სული ეშმაკს მივყიდე“.

„ბითლზების“ დაშლის შემდეგ ჯონ ლენონმა აშკარად დაიწყო ეშმაკისადმი მიძღვნილი სიმღერების წერა, სადაც პირდაპირ უმღეროდა ლუციფერს: „... ჩვენ ხელები გვაქვს შეკრული. მხოლოდ გამუდმებით შეგვიძლია შეგთხოვოთ: გაათავისუფლე ხალხი. 666-ია შენი სახელი“. ამ სიმღერის გამოსვლიდან 10 წლის შემდეგ ჯონ ლენონი მისივე თაყვანისმცემელმა მოკლა. როცა მას დუსვეს შეკითხვა, თუ რატომ მოკლა საყვარელი მომღერალი, განაცხადა: „მე წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი! ეს შინაგანმა ხმებმა მაიძულეს!“. ტონი შერიდანისთვის მიცემული ინტერვიუდან ზუსტად 20 წელი იყო გასული. ალბათ, ეშმაკისაგან „ნაყიდი“ დრო ამოიწურა.
სატანური როკის მიმდევრები გახლავთ „როლინგ სტოუნზი“, რომლის სატანის ეკლესიის მთავარქურუმი გახდა მიკ ჯაგერი. ამავე მიმდინარეობას მიჰყვებოდნენ „ზე ჰუ“, „ბლექ საბათი“, „ლედ ზეპელინი“, „სტიქსი“.
როკ-მუსიკოსებს ურთიერთობა ჰქონდათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სატანისტთან ალესტერ კროულისთან (1875-1947 წწ), რომელიც თავს მისტერ 666-დ უწოდებდა და თავის მისიას იმაში ხედავდა, რომ ოკულტური ძალები მუსიკის მეშვეობით მოეყვანა მოძრაობაში. მან ჩამოაყალიბა სამი პუნქტი:

1. ჩვენ ადამიანებზე განუწყვეტლივ განმეორებადი და ხმამაღალი მუსიკით უნდა ვიმქომედოთ;
2. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ნარკოტიკი;
3. მორალის სფეროში განვითარება მიზანდასახულად უნდა მივმართოთ;
აი, სწორედ ასეთ პიროვნებასთან ჰქონდათ კავშირი როკ-მუსიკის „მამებს“, იგი „ბითლზის“ ფირფიტის გარეკანზეც კი გამოსახეს. ჯიმ მორისონი „დორსის“ ერთ-ერთ ალბომში კროულის ქანდაკებასთან ერთად დგას.
როკ-მუსიკის მეოთხე ფაზა არის „პანკ როკი“, „პანკს“ უწოდებენ მეძავებს (ორივე სქესის) ინგლისში, ამერიკულ ინგლისურში კი ეს სიტყვა „ნაძირალას“ ნიშნავს. „პანკ-როკის“ მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ აუდიტორია თვითმკვლელობამდე, კოლექტიურ ძალმომრეობამდე მიიყვანოს. ყველაზე ცნობილი ჯგუფებია „ქისსი“, „ტოდ ნიუჯენტი და მუტანტები“, „აფროდიტეს პირმშო“. ხშირია შემთხვევა, როდესაც კონცერტის დროს პარტნიორს შარვალში ჩაკერებული სამართებლით ჭრის და მერე, გასისხლიანებულს ეკლებიანი სამაჯურით სცემს.
აღსანიშნავია, რომ როკ-მუსიკის ზოგიერთი წარმომადგენელი სატანური „ეკლესიის“ წევრია. როდესაც ფირფიტას უშვებენ, ისინი შემაღლებულ ადგილას დებენ და თავიანთი ტაძრის ქურუმს სთხოვენ, მოაჯადოვოს ეს ნაწარმოები, რათა მან წარმატება მოიპოვოს. ამ რიტუალის შემდეგ, როდესაც ფირფიტის შესალოცად დემონებს მოუხმობენ, ამავე დემონებს ევალებათ მსმენელზე ზეგავლენის მოხდენა, შეიძლება ამიტომაც არის, რომ მაგალითად, 1981 წელს გაყიდული ფირფიტების 90% როკ-დისკები იყო.
ელის კუპერმა განაცხადა, რომ დემონთან დადო ხელშეკრულება, რამაც დიდი აღიარება მოუტანა. მიკ ჯაგერი სატანის კულტის მსახური იყო და შავი მაგიის ყველა საიდუმლო კარგად იცოდა. საკუთარ თავს იგი „ხორცშესხმულ ლუციფერს“ უწოდებს. ამაზე სიმღერათა სახელწოდებაც მოწმობს: „ეშმაკისადმი კეთილგანწყობა“, „მის სატანურ უდიდებულესობას“ და „ჩემი ძმის, დემონის შელოცვა“. ელტონ ჯონმა განაცხადა, რომ არასდროს დაუწერია და უმღერია ისეთი სიმღერა, მანამდე ჯადოსნურ ენაზე რომ არ ყოფილიყო დაწერილი.
როკ-ჯგუფის სიმღერების ტექსტებში მრავლადაა ღმრთისმგმობი განონათქვამები, ზოგჯერ კი აშკარა სატანიზმიც კი. მაგალითად, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი ასე ჟღერს: „სანთლები ციმციმებენ. სამსხვერპლოები იწვიან. უმანკოების სიკვდილი საჭიროა, მსხვერპლი შესწირეთ ლიუციფერს - ჩემს უფალს. მოიტანე სასმისი, ასწიე დანა, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამსხვერპლოსთან... დაბეჯითებით მოვითხოვ, მსხვერპლი, დემონები, მსხვერპლი...“
ავსტრალიური ჯგუფი „ინქსი“ მღერის სიმღერას „ეშმაკი ჩემში. ჯგუფ „AC/DC“-ის სიმღერის ტექსტი ასეთია: „მე ვარ მგრგვინავი ჭექა-ქუხილი, წვიმის მშოველი, გრიგალად მოვედი... ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მოკვდები! ტყვეებს არ ვიყვან, არავის დავზოგავ, ვერავინ შეძლებს წინ აღმიდგეს. მე მოვიპოვე ჩემი ზარები და ჩემთან წაგიყვან ჯოჯოხეთში, შენ ჩემი იქნები... ჯოჯოხეთის ზარები“.
განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ისეთი სიმღერები ტექსტები, სადაც ადამიანებს სრული თავისუფლებისაკენ მოუწოდებენ. მაგ: „თავისუფალი ვარ ვაკეთო ის, რაც მსურს, ვიყო ის, რაც მსურს“ და ა.შ.
უფალი კი გვეუბნება: „უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი შენი და შემომიდეგინ მე“ (მარკ. 8, 34).
ჯიმი ჰენდრიქსი აცხადებს „მუსიკის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ჰიპოთეზირება. შეგიძლია აიძულო, ქვეცნობიერად შეასრულოს შენი სურვილი“. როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ის ფარული ძალა, რაც მუსიკის მიღმა იფარება. მეცნიერული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ის მცენარეები, რომლებიც წყნარ მუსიკას „ისმენენ“, მალე ყვავიან, ხოლო როკ-მუსიკის გარემოცვაში მყოფი მცენარე ძირითადად ჭკნება და ნადგურდება. თუკი უსულო მცენარე ასე მწვავედ აღიქვამს მძიმე მუსიკას. ადვილად წარმოიდგენთ, თუ რა მოსდის ადამიანს, რომელიც ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი.
გარდა სიმღერის ტექსტისა, როკი სავსეა სატანისტური სიმბოლიკით, რაც ასე ხიბლავს დღევანდელ ახალგაზრდობას, რომლებსაც უეჭველია, აზრადაც კი არ მოსდით მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:
ამოტრიალებული ხუთქმიმიანი ვარსკვლავი - სიმბოლო მაგიისა, რომელიც სატანური რიტუალების დროს დემონთა მოხმობისას გამოიყენება. ამობრუნებული ხუთქიმიანი ვარსკვლავით გამოისახება ურჩხულის თავი, რომელიც უძველესი დროიდან სიმბოლურად ეშმაკს გამოხატავს. ამ სიმბოლოს ძალიან ხშირად ვხვდებით როკ-ანსამბლების კონცერტებზე, ფირფიტების გარეკანზე, კლიპებში.
პანი - ძველბერძნული ღვთაება, რომელიც ადამიანისა და თხის ერთობლიობას წარმოადგენს. პანი სალამურზე უკრავდა და მაგიური მუსიკის შესრულების დროს იხმობდნენ. ავსტრალიის ერთ-ერთი რადიოსადგურს ემბლემაზე გამოხატული აქვს პანი, ანუ სატანა, რომელსაც სალამურის ნაცვლად ხელთ როკ-გიტარა უპყრია. „როლინგ სტოუნზის“ ფირფიტის გარეკანზე გამოსახულია თხის ფეხი ქალის ფეხსაცმლით, სხვა ფირფიტაზე - თხის თავი, რომელიც სისხლით სავსე ქვაბში იხარშება. ალბომის სათაურია: „თხის თავის სუპი“.
„ლედ ზეპელინებსაც“ აქვთ ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა - „ვარსკვლავთა გზა ცისაკენ“, სადაც ერთ-ერთ სტროფში მოხსენიებულია პანი - ღვთაება, რომელიც მესალამურეს ნიშნავს: „მესალამურე გიხმობს, რათა გაჰყვე მას“. სამწუხაროდ, დღევანდელი ახალგაზრდები უსმენენ „ლედ ზეპელინების“ რჩევებს და ჯოჯოხეთისაკენ მიჰყვებიან მესალამურეს, რომელიც სიმბოლურად სატანას განასახიერებს.
სატანის რქები - პენტაგრამა: ხელების ფრომა, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება როკ-მუსიკაში - ესაა საჩვენებელი და ნეკა თითის კომბინაცია. სატანის ამ სიმბოლომ დიდი გამოხმაურება ჰპოვა და გაუცნობიერებლად ყველა ახალგაზრდა გამოსახავს როკ-მუსიკის კონცერტებზე.
ელვა - ელვის სიმბოლო აღებულია ოკულტიზმიდან და გმოხატავს სატანის სიმბოლოს. სახარებაში უფალი ამბობს: „ვხედავდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა“. ანსამბლი „ქისს“ და სხვა მრავალნი აქტიურად იყენებენ ამ სიმბოლოს. ნუთუ დამთხვევაა, რომ ჰიტლერის სატანურ ორგანიზაციას ეს-ეს-ს თავის სიმბოლოდ სწორედ ელვა ჰქონდა?!
ცნობილია, რომ ეშმაკს სძაგს ჯვარი, ამიტომ ყოველნაირად ცდილობს მის შეურაცხყოფას. თუმცა როკშემსრულებლები ხშირად გულსაკიდი ჯვრით „დამშვენებულნი“ მღერიან, მაგრამ ეს, მათი მხრიდან, ჯვრის დაცინვისა და გაუფასურების საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა: რატომ შეურაცხყოფენ და ებრძვიან იმას, რისიც, თითქოსდა, თავად არ სწამთ? საქმე ისაა, რომ თვითონაც კარგად უწყიან ჯვრის ძალა და მადლი, ამიტომ ებრძვიან მას ასე თავგამეტებით შავბნელ ძალებთან „დამეგობრებული“ მუსიკოსები. ღვთისმშობლის სახელით ცნობილმა მომღერალმა მადონამ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში მაცხოვრისა და ჯვარცმის შესახებ ისეთი მკრეხელური აზრი გამოთქვა, რომ უხერხულად მიგვაჩნია მისი ციტირება.
ჯვრის ამობრუნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სატანისტურ რიტუალებში. იგივეს იყენებენ როკმუსიკაშიც. ერთ-ერთ კლიპში მიკ ჯაგერი დემონსტრირებას უკეთებს მაისურს, რომელზეც ჯვარი უკუღმა არის გამოსახული, რაც ჯვრის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა. მუსიკალურ კლიპებში ხშირად გამოყენებულია ალმოდებული ჯვრები, ჯვარზე გაკრული ქალები და სხვა მკრეხელური სურათები.
  - ამ სიმბოლოს ჩვეულებრივ მშვიდობის ემბლემად ვიცნობთ, მაგრამ მის არსს თუ ჩავუღრმავდებითღ, სულ სხვა რამეს დავინახავთ, ეს არის ამობრუნებული ჯვარი, რომელსაც ორივე ფრთა მოტეხილი აქვს, გარშემო კი შემოვლებულია მაგიური რკალი. წმიდა წერილი მშვიდობის სიმბოლოს ქრისტეს უწოდებს, ხოლო ჯვრის ამობრუნება და მისთვის მშვიდობის სიმბოლოს სახელის წოდება ჭეშმარიტებას ბღალავს და პირდაპირ შეურაცხყოფს მშვიდობის მომნიჭებელ ქრისტეს.
666 – მხეცის რიცხვი, აპოკალიფსში ნათლად არის ნათქვამი, რომ ეს რიცხვი სატანის ნიშანია. ამიტომ თუკი ვინმე მის შესახებ მღერის ან მას უმღერის, ეს იგივეა, რომ ეშმაკს უმღეროს. ეს რიცხვი გამოსახულია ანსამბლ „ბლექ საბითის“ (ამ ჯგუფის სახელწოდება, რაც თარგმანში შავ შაბათს ნიშნავს, თავისთავად მრავლისმეტყველია) ფირფიტის გარეკანზე. იგივე რიცხვს იყენებენ ანსამბლები „პლაზმატიკი“, „აფროდიტეს პირმშო“, „მის იქსი“ და სხვ. გამოდის ფირფიტები სახელით „მხეცის რიცხვი“.

როკის „წმიდანები“

შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი“, „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს.
ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.
80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვს დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm)
ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“.
იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24).

უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.
მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.

ინფორმაციის წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/roki1.htm

გარდაცვლილ როკ მუსიკოსთა საუკეთესო ათეული

მუსიკალურ სამყაროში ძალიან პოპულარულმა ჟურნალმა Rolling Stones, სთხოვა თავის მკითხველებს გამოეთქვათ აზრი – ვინ მიაჩნიათ ყველაზე საუკეთესოდ გარდაცვლილ მუსიკოსებს შორის.
თვითონ ჟურნალის მესვეურები თვლიდნენ, რომ ეს გამოკითხვა ცოტა უხერხულობას ქმნიდა, მაგრამ გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. შედეგი:
1. John Lennon
2. Jimi Hendrix
3. Kurt Cobain
4. Jim Morrison
5. Elvis Presley
6. Freddie Mercury
7. Janis Joplin
8. George Harrison
9. John Bonham
10.Keith Moon

პრინციპში, ყველა მოელოდა რომ პირველ ადგილზე ჯონ ლენონი გავიდოდა. მან საკმაოდ დიდი უპირატესობით გაასწრო სხვა გარდაცვლილ ვერსკვლავებს ამ გამოკითხვაში.
ჯონ ლენონი მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული მოვლენაა. გარდა ამისა, ჯონ ლენონის გარდაცვალებაც განსაკუთრებულია – ის მოკლეს.
გამოკითხვამ ბევრი მუსიკის მოყვარული უკმაყოფილო დატოვა. ზოგს ეწყინა, რომ საერთოდ ჩატარდა ასეთი გამოკითხვა. თუმცა თანამედროვე მუსიკის სამყაროს ახასიათებს მუსიკოსებისა და ნაწარმოებების შედარება, კონკურსი. დაწყებული გამოთვლით თუ ვინ რამდენი გაყიდა ჩანაწერი და ვის უფრო უსმენენ მიმდინარე კვირში და სხვა.
ბევრს ეწყინა, რომ სიაში ვერ მოხვდა უნიჭიერესი ქერა ბიჭი – ბრაიან ჯონსი, რომელიც მეგობრებისაგან გულნატკენი და ნარკოტიკებისადან გაბრუებული ტრაგიკულად დაიღუპა საცურაო აუზში. Rollind Stonezis პირველი პერიოდის (ბრაიანის წასვლამდე) სიმღერებში ბევრია მის მიერ დანერგილი ექსპერიმენტული ჟღერადობის მშვენიერება.
როკ-ენდ-როლის ძველ თაყვანისმცემლებს ძალიან მოსწონთ ამ მიმდინარეობის დამაარსებელი, ბილი ჰეილი, რომელიც ასევე ვერ მოხვდა სიაში. და ა. შ.
ყველა, ვინც ამ, ასე ვთქვათ, უხერხულ ათეულში მოხვდა, ადრეულ ასაკშია გარდაცვლილი და საკმაო ხნის წინ, თუმცა, მათი მუსიკით დღესაც ვტკბებით. ამ დიდი მუსიკოსების სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული კიდევ უფრო ამძაფრებს მათი შემოქმედებით ტკბობის წყურვილს. პარადოქსია, მაგრამ ხელოვნებას ეს ახასიათებს...
ყველა მუსიკოსი, ვინც ამ ათეულში მოხვდა, მართლაც განსაკუთრებულია და დაჯილდოებული იყო დიდი ნიჭით. მათ დიდი წვლილი შეიტანეს თანამედროვე მუსიკის განვითარებაში. მათი ხალასი ნიჭი და ექსპერიმენტატორობა, სიახლის წყურვილი და შრომისმოყვარეობა, მუსიკის თავგადაკლული სიყვარული და მაყურებელთა დიდი პატივისცემა, განსაზღვრავდა მათი წარმატების საიდუმლოს.
სიკვდილი, ერთგვარად, საიდუმლო იერს აძლევს ყველა ხელოვანს. სიკვდილით დამთავრდა მათი შემოქმედებითი გზა, როგორც კომპოზიტორებისა და მუსიკოსებისა, მაგრამ დაიწყო სრულიად ახალი პერიოდი მათთვის – შემოქმედებითი უკვდავება.
ამ ათეულში წარმოდგენილი ყველა მუსიკოსი მართლაც უკვდავია.
მათთვის უკვდავება დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ახერხებდნენ და სიყვარულითა და აღფრთოვანებით აძგერებდნენ მილიონობით ადამიანის გულს, თავისი მუსიკის რიტმებზე.
ისინი თითქოს ყველა ჩვენთაგანის, მუსიკის მოყვარულებს ვგულისხმობ, ოჯახის წევრები არიან. მათი სურათები კედლებზე გვაქვს გაკრული, მათ შესახებ წიგნებს ვკითხულობთ, ვეძებთ ფილმებს, ვიძენდით და ველოლიავებოდით ძველ დისკებს...
ახლაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ხშირად ისტორიებს ვუამბობთ ხოლმე მათ შესახებ ერთმანეთს. მათ ცხოვრებაში ვეძებთ კეთილშობილებისა და ვაჟკაცობის გამოვლინებებს და ხშირად ვპოულობთ კიდეც.
რა ასაკშიც ჩვენ ვართ, იმავე ასაკისა გგვგონია – ჯონი თუ ბონზო, ჯორჯი თუ ელვისი.
თითქმის არასდროს არ განვიხილავთ მათ გარდაცვლილებად. ისინი ჩვენთვის ჩვენი ტოლები არიან და ჩვენთან ერთად ცოცხლები. სწორედ ჩვენთვის ცხოვრობენ, ჩვენთვის წერენ, უკრავენ და მღერიან.
ვერ ვძღებით მათი შემოქმედებით. სიხარულისა და წარმატებების დროს მათი სიმღერების მოსმენას რა სჯობს. თუ რაიმე სიძნელე გვაქვს ცხოვრებაში, მათი შემოქმედებით შეიძლება დარდი გავიქარვოთ.
ამ დიდი ათეულის ბიჭები (და ერთი გოგო), მუსიკის მოყვარულთათვის დიდი პოეტები არიან და მშვიდობის მომღერლები.
ძალიან გვინდა ჩვენს შვილებსაც შევაყვაროთ მათი შემოქმედება, ასე მიგვაჩნია, და მგონი ობიექტურად, რომ ეს კარგი გემოვნებაა...
მოკლედ ხელოვნება უკვდავია. მათ შორის უკვდავი არიან როკის გარდაცვლილი ვერსკვლავები, ვინც ამ ათეულში დასახელდა, და ისინიც, ვინც ვერ მოხვდა ამ სიაში, მაგრამ სიხარულს გვანიჭებს დღესაც.
ახლა, გავიხსენოთ დიდი ათეულის გარდაცვალების მიზეზები და მათი ასაკი.
1. 1980 წლის 8 დეკემბერს, არანორმალურმა მარკ ჩეპმენმა დილით ავტოგრაფი სთხოვა ჯონ ლენონს, ხოლო საღამოს კი ტყვია ესროლა საკუთარის სახლის შესასვლელთან. ჯონი 40 წლის იყო.
2. ჯიმი ჰენდრიქსს 2009 წელს ჟურნალმა Time უწოდა ყველა დროის უდიდესი გიტარისტი. ის იყო არა მარტო ვირტუოზი, თვითნასწავლი გიტარისტი, არამედ მომღერალი და კომპოზიტორიც. გარდაიცვალა 1970 წლის 18 სექტემბერს. სიკვდილის მიზეზი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზა აღმოჩნდა. სულ 28 წელი იცოცხლა.
3. კურტ კობაინს, ვიკალისტს, გიტარისტს და კომპოზიტორს, ჯგუფიდან Nirvana, 20 თებერვალს 43 წელი შეუსრულდებოდა. ისიც ნარკოტიკმა დაღუპა. 1994 წლის 8 აპრილს ჰეროინი გაიკეთა და მერე თავი მოიკლა.
4. ჯგუფ The Doors მომღერალი, მუსიკოსი და პოეტი ჯიმ მორისონი 1971 წელს გარდაიცვალა პარიზში, 32 წლის ასაკში.
5. როკ-ენდ-როლის მეფე ელვის პრესლი გარდაიცვალა დიდი დოზით, არა ნარკოტიკების, არამედ დამაწყნარებელი წამლების მიღების შედეგად 1977 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში.
6. ფრედი მერკური, Qუეენ ლიდერი გარდაიცვალა 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსით. ის 45 წლის იყო.
7. ჟანეს ჯოპლინი ერთადერთი ქალია ამ ათეულში. ბრწყინვალე ხმის ჟანესი ტრაგიკულად დაიღუპა ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზის მიღებისას 1970 წლის 4 ოქტომბერს. სულ 27 წლისა იყო.
8. ლეგენდარული ლივერპულელი ჯორჯ ჰარისონი გარდაიცვალა 2001 წელს ფილტვების კიბოთი, 58 წლის ასაკში.
9. Led Zeppelin-ს დასარტყამი ინსტრუმენტის ჯადოქარი, მეტსახელად `ბონზო~ გარდაიცვალა ალკოჰოლისგან, 1980 წელს, 32 წლისა.
10. კეიტ მუნი, ჯგუფ The Who დასარტყმელი ინსტრუმენტის ვირტუოზი, გარდაიცვალა 1978 წლის 7 სექტემბერს 32 წლის ასაკში. მიზეზი: ექიმის მიერ გამოწერილი დამამშვიდებელი წამლების დიდი დოზა.