Sunday, June 19, 2011

მოგწონთ მუსიკის მოსმენა? ეს თქვენი ტვინის ქიმიაა…

მნიშვნელობა არ აქვს, როგორი მუსიკა მოგწონთ – ტრანსი, როკი, რეპი, კლასიკა, ინდასტრიალი ან ხალხური სიმღერები. ახალი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მუსიკის მოსმენით მიღებულ სიამოვნებას იგივე ქიმიური ფესვები აქვს, რაც ჭამის ან სექსის პროცესს.კვლევა მონრეალის მაკჰილის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერაა ჩატარებული. მსურველებს მასთან გაცნობა ორიგინალში შეუძლიათ, თუმცა ძირითადი დასკვნა მარტივად ყალიბდება. როდესაც ტესტის მონაწილეები ცნობილ მუსიკას უსმენდნენ, მათი ტვინი ზოლებიან სხეულში დოპამინს გამოყოფდა – თავის ტვინის უბანი, რომელსაც მოლოდინს და პროგნოზირებას უკავშირებენ.
ტომოგრაფიის შედეგებმა საინტერესო რამ გამოავლინა – დოპამინი, რომელსაც ხანდახან “სიამოვნების ქიმიკატსაც” უწოდებენ, სიმღერაში კულმინაციურ მომენტამდე დაახლოებით 15 წამში გამოიყოფა. უბრალოდ რომ ვთქვათ, ადამიანი კულმინაციაზე მეტად სიამოვნებას მისი დადგომის მოლოდინით უფრო ღებულობს. ამაში გარკვეული აზრი არის, თუ კი საკუთარ შეგრძნებებს ჩავუღრმავდებით საყვარელი ტრეკების მოსმენისას, როგორ ფიქრობთ?

No comments:

Post a Comment