შეინიშნება აგრეთვე ერთი ტენდენცია: „როკ-ვარსკვლავების“ წმინდანებისათვის შედარება. მაგალითად, ერთ-ეთი ჯურნალისტი წერდა: „თუკი ელვისი იყო ღმერთი, მაშინ ბითლზი იქნებოდა ქრისტე“. სტატიების სათაურებში: „მადონა - როკის წმიდანი“, „თინა თერნერი - მუსიკის წმიდანი 50 წლისაა“ და ა.შ. მაგალითად, მომღერალი ოზი ოზბორნი მღვდელმთავრად იწოდება, თუმცა თავად სურს... ქრისტე იყოს.
ჯონ ლენონმა განაცხადა: „ქრისტიანობა გადაშენდება - იგი დაპატარავდება და მერე გაქრება. მე მართალი ვარ და ჩემი სიმართლე დადასტურდება. ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. და მე არ ვიცი, ვინ წავა პირველი - როკ-ენ-როლი თუ ქრისტიანობა“. კომენტარი აქაც ზედმეტად მიგვაჩნია.
80-იან წლებში აღმოჩნდა ფენომენი, რომელიც დღემდე ბოლომდე არ არის ახსნილი. ეს არის ფირფიტის უკუღმა დატრიალებისას გამოცემული ფარული ხმები, სხვადასხვა მიმართვები, ღვთის საგმობი სიტყვები და სატანის დიდება. საინტერესოა, რომ ეს წინასწარგანზრახულად არ კეთდება, ვინაიდან თავად სიმღერის ავტორისთვისაც კი შედეგი ყოველთვის მოულოდნელია. მაგალითად, „ბითლზების“ სიმღერაში „რევოლუცია №9“ სიტყვა №9 თორმეტჯერ მეორდება. თუ ამ ადგილს უკუღმა მოვისმენთ, გამოდის ფრაზა: „სექსუალური სიამოვნება მაგრძნობინე, მკვდარო ადამიანო“. „ლედ-ზეპელინების“ სიმღერაში „კიბე ცისკენ“, მესამე სტროფის უკუღმა მოსმენისას გამოდის: „მე უნდა ვიცხოვრო სატანისათვის“, ხოლო სიტყვებში კიდევ გაქვს დრო, რომ შეცვალო გზა, რომელსაც ადგახართ“ - „საყვარელო სატანა, შენს გარდა ვერავინ მიჩვენებს გზას“. „ბლექ ოუკ არკანზასის“ ჯგუფის სიმღერაში „როდესაც არკანზასში ელექტრობა შემოვიდა“, უკუღმა მოსმენისას გაისმის: „სატანა... სატანა... სატანა... იგი ღმერთია... ღმერთია... ღმერთია“ რის შემდეგაც დემონური სიცილი გაისმის. (ზოგიერთი სიმღერის უკუ-დატრიალების ეფექტს შეგიძლიათ მოუსმინოთ მისამართზე: http://jeffmilner.com/backmasking.htm)
ამბობენ, თითქოს არსებობს „ქრისტიანული როკის“ მიმდინარეობაც, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. როკი მუსიკის ველური სახეობაა, სულს აშფოთებს და უარყოფით ემოციებს იწვევს, როგორ შეიძლება, ადამიანმა ასეთ მშფოთვარე მდგომარეობაში ადიდოს უფალი?! ეს იგივეა, რომ არსებობდეს „ქრისტიანული მეძაობა“ ან „ქრისტიანული მაგია“.
იმისათვის, რომ უფრო ადვილად შენიღბონ როკ-მუსიკის ჭეშმარიტი არსი, ხშირად ცდილობენ, ზნეობრივი ცხოვრების წესს შეუთავსონ იგი. მაგალითად, ელის კუპერი ასეთ „კომპრომისზე“ მიდის: „დილით ეკლესია, ღამით როკ-ენ-როლი“ წმიდა წერილი კი გვასწავლის „ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაი იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაი მის თავს-იდვას, და ერთი იგი შეურაცხყოს“ (მთ. 6.24).
უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სატანის მორიგი ნიღაბი და ხაფანგია. თუმცაღა ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება მუსიკის სხვა მრავალ ჟანრსა და შემსრულებლებს.
მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის როკ-მუსიკით გატაცება მეტად საშიშია. ნუთუ ვინმეს გაუჩნდებოდა სურვილი თუნდაც მსუბუქად გასართობად გათამაშებოდა სატანას (?!) გავიხსენოთ საყოველთაოდ ცნობილი ხატი: ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა ფართოა და მრავალფეროვანი, ეშმაკი საკრავით ხელში, ტკბილი სიმღერებით ყველას თავისკენ ეპატიჟება, მაგრამ ხატზე ისიც მკაფიოდ ჩანს, და რაც ყოველთვის უნდა გვახსოვედეს, რომ სასუფევლისაკენ მხოლოდ ვიწრო და ძნელი გზა მიგვიყვანს. რადგან წმიდა წერილში ნათქვამია „არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მუმრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა... არცა მაგინებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ“.
ინფორმაციის წყარო: http://www.orthodoxy.ge/skhva/roki1.htm
No comments:
Post a Comment